პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ბადრიძე გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სიყვარულის 5 ენის შესახებ საუბრობს: 

"გაცემას და მიღებას უნდა გაგება. სიყვარულის 5 ენა არსებობს. წლების წინ ეს ამბავი ჩემი მეგობრისგან გავიგე და მერე მივხვდი, რამდენჯერ ყოფილა თურმე სიყვარული და ეს ვერ გამიგია. ვიღაცისთვის სიყვარული არის გაცემა, საჩუქრის ჩუქება, ვიღაცა გამოხატავს ვერბალურად, ვიღაცა გამოხატავს ზრუნვით.  როდესაც სხვადასხვა ენით გამოვხატავთ გაგება და აღქმა რომ ეს სიყვარულია რთულია. მე მაგალითად ვერბალური ენა მაქვს სიყვარულის. როდესაც სხვა ზრუნავს, კომფორტს გიქმნის, გიფარავს და სიტყვებს არ ამბობს, მე ვერ ვხვდებოდი რომ ეს სიყვარული იყო. თურმე ესეც სიყვარულია, ოღონდ მისთვის ეს ენაა. 

მეხუთე ენა არის სხეულებრივი, მოფერება, ჩახუტება, კოცნა... ხო და დავაკვირდეთ რა ენაზე საუბრობს ადამიანი", - განაცხადა ლალი ბადრიძემ.