გრიბოედოვის თეატრის აღმასრულებელი დირექტორის - ნიკოლაი სვენტიცკის გარდაცვალების გამო კულტურის სამინისტრო იუწყება და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"მწუხარებას გამოვთქვამთ გრიბოედოვის თეატრის აღმასრულებელი დირექტორის - ნიკოლაი სვენტიცკის გარდაცვალების გამო. 

გრიბოედოვის თეატრს ნიკოლაი სვენტიცკის სახით გამოაკლდა დიდი პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის იდგა ამ თეატრის წარმატებული საქმიანობის უკან" - წერია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ:

გრიბოედოვის სახელობის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 3 იანვარს, სიცოცხლის 70-ე წელს, გარდაიცვალა ნიკოლაი სვენტიცკი. გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის შეტევა.

მან გრიბოედოვის თეატრს 40 წელი მიუძღვნა — 1986 წლიდან, გაიარა გზა ადმინისტრატორიდან დირექტორამდე.

ნ. სვენტიცკი იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს — „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელი, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული აკადემიის საპატიო პროფესორი. რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი. მეგობრობის ორდენის კავალერი. დაჯილდოებული იყო მედლით „სანქტ-პეტერბურგის 300 წლისთავის ხსოვნისათვის“. „რუსული პრემიის“ ლაურეატი — სპეციალური პრიზი „რუსული კულტურის ტრადიციების განვითარების და შენარჩუნებისათვის რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ“ — მრავალწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივი კულტურული კავშირების გაღრმავებისთვის, რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალის ორგანიზებისა და ყოველწლიური ჩატარებისთვის.
2016 წლიდან — საქართველოში რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2017–2023 წლებში — საზღვარგარეთის რუსული თეატრების ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.

პანაშვიდები:
კვირას, 4 იანვარს და ორშაბათს 5 იანვარს - 
მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში.
გამოსვენება: 
სამშაბათს, 6 იანვარს 15:00 საათზე
მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრიდან
დაკრძალვა: მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში