ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც მოვიდა, იყო ჩვენთან ერთად ღამეც, დღეც, მუდმივად კონტაქტზე იყო და ცდილობდა, რამეში დაგვხმარებოდა, ეს იყო სოფო ჯაფარიძე - საკრებულოს დეპუტატმა კოტე ზარნაძემ, „იმედი LIVE-ის“ ეთერში, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
"როდესაც სიტუაცია ქვეყანაში მშიდდად არის, ხელმოსაკიდი არაფერი აქვთ და ჩასაფრებულები ელოდებიან იმას, რომ რაღაც ხელმოსაკიდი გამოჩნდეს, რათა სალაპარაკო მიეცეთ. გულწრფელად მინდა ვთქვა და მასაც ვუთხარი პირადად - ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც მოვიდა, იყო ჩვენთან ერთად ღამეც, დღეც, მუდმივად კონტაქტზე იყო და ცდილობდა, რამეში დაგვხმარებოდა, ეს იყო სოფო ჯაფარიძე. ეს ადამიანი მე იქ გავიცანი, დანარჩენები რასაც ვუყურებდი ტელევიზიით, რაღაც თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს ადგენდნენ, როგორ დაერტყათ, რა მოეგონებინათ, გამოძიებისთვის როგორ დაესწროთ და თავიანთი ვერსიებით როგორ გადაეფარათ. ეს ერთადერთი გოგო იყო ოპოზიციიდან, რომელიც მოვიდა, ხმა არ ამოუღია პოლიტიკურ დღის წესრიგზე, არაფერზე.. ერთადერთო, რასაც გვეკითხებოდა და ინფორმაცია აინტერესებდა, ეს იყო ბავშის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თავად მითხრა - სამედიცინო სფეროში გარკვეული ვარ, ვიცნობ ექიმს და თუ რამე დაგჭირდება, ნებისმიერ დროს დამირეკეო. ეს არის ადამიანობა. ხომ არ შეიძლება, რომ მუდმივად ჩაკეტილ წრეზე გვატრიალოს ამ ხალხმა, რომლებსაც ისეთები აქვთ გაკეთებული რომ ეს შემთხვევა, ეტყობა, ჩვეულებრივი მოვლენაა" -განაცხადა კოტე ზარნაძემ. შეგახსენებთ: ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.