"ჩემს კლუბში ყველას არ ვუშვებ, ძალიან ხშირ შემთხვევაში ესენი არიან ქართველი მამაკაცები, რომლებიც არიან აგრესიულები, ნასვამები, კონფლიქტურები, ჰომოფობები, არიან ქსენოფობები და მათი ადგილი ჩემს კლუბში არ არის", - ამის შესახებ ტელეკომპანია "კავკასიასთან" ღამის კლუბი "მტკვარზე"-ს მეპატრონე ქეთა გაბუნიამ განაცხადა. 

"მე ვარ ღამის კლუბის მეპატრონე. ჩემი კლუბი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მუშაობს. ჩემთან ჩამოდიან საერთაშორისო არტისტები, ჩემთან უკრავენ ადგილობრივი, ქართველი DJ-ები და პროდუსერები. ჩემთანაც შეიძლება მოვიდეს ერთ დღესაც პოლიციელი და მომთხოვოს შევუშვა ადამიანები რომლებსაც არ ვუშვებ. ჩემს კლუბში ყველას არ ვუშვებ, ძალიან ხშირ შემთხვევაში ესენი არიან ქართველი მამაკაცები, რომლებიც არიან აგრესიულები, ნასვამები არიან კონფლიქტურები, არიან ჰომოფობები, არიან ქსენოფობები და მათი ადგილი ჩემს კლუბში არ არის. ჩემი კლუბი არის დაცლილი მსგავსი ადამიანებისგან, თუმცა უცხოელები ძალიან მარტივად შემოდიან. ნებისმიერს შეუძლია გამოიძახოს პატრული და ომთხოვოს შიგნით შევიდეს. მე თუ პატრული ამას მომთხოვს და რაიმე დადგენილებას მომიტანს და მომიწევს ამ ადამიანის შეშვება მაგ შემტხვევაში მე უსაფრთხოებაზე პასუხს ვეღარ ვაგებ. 

მე ამას ვაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ შიგნით არსებული სიტუაცია იყოს აბსოლუტურად დაცლილი კონფლიქტისგან. მეხუთე წელია ჩემი კლუბი მუშაობს და არანაირი გამოძახება და პრობლემა პატრულთან არ გვქონია, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენთან ჩხუბი არ ხდება", - განაცხადა ქეთა გაბუნიამ.