ხანძარია შენობაში საიდანაც "ფორმულა" მაუწყებლობს. ძლიერი დაკვამლიანებაა შენობაში. 

ცეცხლი გაჩნდა მე-12 სართულზე, სადაც "ფორმულას" ოფისია. როგორც "აიპრესს" საგანგებო სიტუაციები სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. 

ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “ფორმულას” შენობაში ხანძარია. ყველა უწყებას გთხოვთ დაგვეხმაროთ!! მაუწყებლობა შევწვიტეთ. ჩვენი გუნდის ნაწილი გამოსვლას ვერ ახერხებს დაკვამლიანების გამო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი 112 Georgia/112 საქართველო "