#ანტიბულინგისდღე
არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ სიძულვილის ენაზე აგებულ აგრესიულ კამპანიას. ამ ადამიანთა შორის არიან სპორტსმენები, მსახიობები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები თუ რიგითი პატრიოტი მოქალაქეები.
“ვინც ჩვენნაირად არ ფიქრობს ან სხვა ფორმით გამოხატავს თავის პროტესტს, ის ქვეყნის მტერია”.
ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო, მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას, განურჩევლად ასაკის, შეხედულების თუ პროფესიისა ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე გვინდა. - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძე სოციუალურ ქსელში წერს.
"თუმცა, თუ ერთმანეთს პატივი არ ვეცით, ერთმანეთს არ მოვუსმინეთ და ამის საპირწონედ ერთმანეთი ვაბულინგეთ და ვიძალადეთ როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურად, რომელ დემოკრატიულ სახელმწიფოს ავაშენებთ?
ამ დამოკიდებულებით მხოლოდ მტერს გავახარებთ და ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ მომავალს ნამდვილად შევუქმნით საფრთხეს.
ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, გავა დრო, ყველაფერი დალაგდება და ვფიქრობ ერთმანეთის არ უნდა შეგვრცხვეს.
ჩვენ პოლიტიკოსებს რაღაცნაირად იმუნიტეტი გამომუშავებული გვაქვს, ისიც კარგად ვიცით, ისტორიამ გვაჩვენა, რომ დღეს შეიძლება ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსები ხვალ ერთ პარტიაში აღმოჩნდნენ და მშვიდად გააგრძელონ მუშაობა ერთ სივრცეში,
თუმცა დღეს რაც ჩვენს მოქალაქეებს შორის ხდება ძალიან მტკივნეულია. ოჯახის წევრები, თანამშრომლები, კლასელები, ჯგუფელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც ყოვლად მიუღებელია ისეთი ტოლერანტული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს ვემსახურები, პატარა ასაკიდან ვიბრძვი ჩემი ქვეყნის მომავლისთვის და არაერთ აქციაზეც ვყოფილვარ. ზოგჯერ სრულიად გააზრებულად, ზოგჯერ ემოციას აყოლილი, პრინციპით - სადაც სხვა, იქაც მე და შემდეგ, რაღაც წლების მერე აღმომიჩენია, რომ ტყუილის მსხვერპლნი ვყოფილვართ. მაგრამ ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია და ვფიქრობ, ვინც მართლა პატრიოტია და თავისი ქვეყნის ბედი ადარდებს მსგავს უნებლიე “შეცდომას” აუცილებლად უშვებს.
ამიტომ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ჩვენი მომავალი თაობის, რომლებიც დღეს აქციაზე დგანან სრულიად გულწრფელად და თავიანთი აზრით იბრძვიან უკეთესი მომავლისთვის. მესმის, რადგან მათ ასაკში მეც უფრო ემოციური ვიყავი და რაღაც საკითხებში ნაკლებად ჩახედული.
უბრალოდ დაფიქრდით ვის აწყობს არეულობა ქვეყანაში და დაპირისპირება მოქალაქეებს შორის?
და ბოლოს დიდმა ილიამ თქვა:
„ᲩᲕᲔᲜᲘ ᲗᲐᲕᲘ ᲩᲕᲔᲜᲐᲓᲕᲔ ᲒᲕᲔᲧᲣᲓᲜეს“ - ეს არ უნდა დავივიწყოთ, როგორც ქვეყანამ და როგორც პიროვნებებმა.
“მამული, ენა, სარწმუნოება” ეს კიდევ ერთი დიდი საუნჯეა, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ და ქილიკის თემად არ უნდა ვაქციოთ.
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს.
#არაბულინგს
კი ევროპას" - წერს კახა ლაბუჩიძე.