თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახა ლაბუჩიძე, მასთან დაკავშირებით, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

დეპუტატი წერს, რომ “მორიგი სასწაულებრივი აღმოჩენის შესახებ მცირედ იუმორისტულ განმარტებას აკეთებს", რადგან, მისივე შეფასებით, "ამ საკითხის სერიოზულად განხილვა, სულ მცირე, უხერხულია”:

"ესე ამბავი დამალულ შემოსავალთა და უძრავ ქონებათა შესახებ - ანუ ტვ "მთავარის" და "გამჭვირვალობა საქართველოს" მორიგი სასწაულებრივი აღმოჩენის შესახებ მცირედი იუმორისტული განმარტება, რადგან სერიოზულად ამ საკითხის განხილვა, სულ მცირე, უხერხულია.

მედიასაშუალებების საგაზაფხულო სერიის პირველ ნაწილში იხილეთ:

- თურმე ვმალავ უძრავ ქონებას, რომელიც ისედაც საჯაროა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით; ქონებები ასახულია წინა წლების დეკლარაციებში და ანტიკორუფციული საიტის მოდერნიზების გამო, ტექნიკურად ვერ მოხდა ინფორმაციის დუბლირება (წინა წლების მსგავსად არსებული ინფორმაციის გადატანა);

- ⁠ვმალავ სახელფასო მონაცემებს, რომელიც ასევე საჯაროა და გამოქვეყნებულია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ საიტზე. 

ხანდახან როგორ უნებლიე პიარს მიკეთებენ ოპონენტნი ამა სოფლისანი.

ნეტავი, სად არის ზღვარი რეალობასა და ამ მედიასაშულებების სიცრუის ტირაჟირებას შორის?! 😀

შემდეგი ამბები ზემოხსენებული მედიასაშუალებების მხრიდან, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიებამდე არ გვექნება! მორიგ არჩევნებზეც დაესმება წერტილი ამათ ავანტიურას!

მთავარი არხი • Mtavari Arkhi ფოტო  მართლა კარგი შეგირჩევიათ!

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო," - წერს საკრებულოს დეპუტატი სოციალურ ქსელში.