თბილისის მერი კახა კალაძე პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზაროვის გარდაცვალების გამო სამძიმარს წერილს აქვეყნებს. 

"ვწუხვარ გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. ცნობილი მთარგმნელი და პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენოსანი, არაერთი პრემიის ლაურეატი გამოაკლდა თბილისს; კაცი, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული თბილისისა და მისი კულტურისთვის. 
ვუსამძიმრებ ბატონი გივის ოჯახს, მის ახლობლებს, ლიტერატურულ საზოგადოებას და თბილისს!" - წერს კახა კალაძე.