თბილისის მერი კახა კალაძე ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით  სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"ვწუხვარ თბილისის ყოფილი მერის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალებს გამო.

თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომელმაც თავისი საქმეებით ნათელი კვალი დატოვა დედაქალაქის ცხოვრებაში.ვიზიარებ ბატონი ნიკოს ოჯახის წევრების, ახლობლების, თბილისელების მწუხარებას." - წერს კახა კალაძე.