დღეს სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით ძლიერია ისე, როგორც არასდროს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი შეფასებით, გაიმარჯვა მშვიდობამ, გაიმარჯვა სიკეთემ ბოროტებაზე და თუ იქნება მშვიდობა, იქნება ეკონომიური განვითარება და წინსვლა.

„დღეს სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით ძლიერია ისე, როგორც არასდროს. ყველა ადამიანს, ვისაც ღალატი აქვს ქვეყნის წინაშე ჩადენილი, ვინც მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.