ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევის პრეროგატივის ცვლილების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

„აღნიშნული ცვლილება განსახორციელებელია და აუცილებელია, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყანებშია. შარლ მიშელის შეთანხმება გახსოვთ ყველას, რომელიც ვერ შედგა, ერთ-ერთ პუნქტი იყო ჩაწერილი ცესკოსთან მიმართებით. ხდება ამის გამოსწორება,“- აღნიშნა კახა კალაძემ.