კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი დაკარგა საქართველომ - ცნობილი ქართველი რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის. - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
"გიორგობისთვე", "იყო შაშვი მგალობელი", "პასტორალი", "მთვარის ფავორიტები", "პეპლებზე ნადირობა" და სხვ. - ესაა ოთარ იოსელიანის მკვეთრი ინდივიდუალური ხელწერით გადმოცემული კინო ამბები ადამიანებზე, მათ ღირებულებებზე, კონფორმიზმის საფრთხეებზე. ოთარ იოსელიანმა ხანგრძლივი მოღვაწეობის გზაზე დაგვიტოვა საკუთარი სათქმელი, მდიდარი შემოქმედების სახით. სამძიმარს ვუცხადებ მთელ საქართველოს!" - წერს კახა კალაძე.
ცნობისთვის, ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა