მიმდინარეობს ჩხრეკა ჯგუფ "დაიტოვეს" კიდევ ერთ დამფუძნებელთან - ქრისტინე ბოტკოველის საცხოვრებელ სახლში, რომელიც ფონიჭალაში მდებარეობს, პოლიცია ცოტა ხნის წინ მივიდა.

"რას ეძებენ წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება?! - არც გზაში არ გვისაუბრია, უბრალოდ მოვედით. სახლში უნდა წავიდეთ შენთან და გავისაუბროთო," - აღნიშნა ქრისტინე ბოტკოველმა.

ჩხრეკას ბოტკოველთან ერთად მისი ადვოკატი, შოთა თუთბერიძეც ესწრება.

"რა უნდა შეამოწმონ, არ ვიცი. ცხადია და ფაქტია, რომ უკავშირდება აქციებისა და საპროტესტო მუხტის ჩაცხრობას. ვერ გეტყვით [აქვთ თუ არა ორდერი], არ წარმოუდგენიათ ჩვენთვის არაფერი და ვნახოთ, რას გვანახებენ," - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.