ამის შესახებ სოციალურ ქსელში “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს:
შადრევანში დენი გადავიდა წყალზე და მოკლა ბავშვი რამდენი დღე შეიძლება დასჭირდეს იმის გარკვევას საიდან მოხდა გადასვლა და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? სადღაც შეხება ჰქონდა დენის წყაროს წყალთან, არ იყო დამიწება, არ იყო დაცვა, ან იყო და ხარისხიანად არ იყო გაკეთებული ან რაღაც მსგავსი წმინდად ტექნიკური ამბავია, დენი ჰაერიდან ვერ გაჩნდებოდა (მეხი არ ყოფილა) რამდენი დღე შეიძლება დასჭირდეს იმის გარკვევას რა მოხდა და ვის გამო მოხდა? მაგრამ არა, საბჭოთა საქართველოში ეგრე მარტივად არ არის საქმე აქ ყველა პროექტი შედგენილია ისე როგორც საჭიროა და მერე სახელმწიფოს მიერ შემოწმებულია რომ ეს ნამდვილად ასეა ამ შემოწმებაში ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები პროექტები როგორ უნდა იქნეს შედგენილი, ეგეც წინასწარ არის განსაზღვრული, შემოწმებული და დამტკიცებული ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები აქ ყველა დეტალი ნაყიდია იქ სადაც საჭიროა და მერე სახელმწიფოს მიერ შემოწმებულია რომ ეს ნამდვილად ასეა ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები აქ ყველა ელექტრიკოსი შემოწმებული, სერტიფიცირებული და უფლებამინიჭებულია, მერე ზემოდან გადამოწმებული ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები აქ ყველა შესრულებული პროექტი რამდენჯერმე გადმოწმებული, მიღება-ჩაბარებული და მხოლოდ ამის შემდეგ გაშვებულია ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები აქ ყველა შემმოწმებელი თავად გადამოწმებული, აკრედიტებული, სერტიფიცირებული, სტანდარტიზებული და ბეჭედდარტყმულია სახელმწიფოს მიერ ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები აქ ყველა შესამოწმებელი ინსტრუმენტი შემოწმებულია, დაკალიბრებულია და სერტფიცირებულია შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, რომელიც თავის მხრივ შემოწმებული, აკრედიტებული და სერტიფიცირებულია შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები აქ ფურცელზე ყველაფერი წესრიგშია, თითქმის ყოველთვის ზუსტად ისე როგორც იმ ქვეყანაში რომელშიც მე დავიბადე ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ბავშვი მოკვდა ალბათ დივერსიაა, აბა როგორ? აქ ყველა ყველაფერზეა პასუხისმგებელი და, ამავე დროს, არავინ არაფერზე აქ, შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი შეგიძლია დასაჯო, და პირიქით, არც არავინ დასაჯო ასეა ეს სისტემა მოწყობილი ჩემს ეზოში ვინმეს რომ შევუკვეთო შადრევნის მოწყობა და ჩაბარებიდან მეორე დღეს იმ შადრევანში ვინმე მოკვდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი? ვინც გააკეთა ჩვენი გადახდილი გადასახადებით (6.5 მილიონი ლარი) მერიისთვის ‘შეკვეთილ’ (ბრჭყალებში იმიტომ რომ გადასახადები წართმეული ფულია და ისე ხარჯავენ რომ ბევრი ჭამონ) შადრევანზე რატომ არ ვრცელდება იგივე ლოგიკა? იმიტომ ზემოთ წერია რატომაც კიდევ იმიტომ რომ პასუხის მომთხოვნი არავინაა საკმარისი ძალა არავის აქვს ამ ქვეყანაში აქედან დე ფაქტო ძალაუფლების მქონეთა უპასუხისმგებლობაც ამ უპასუხისმგებლობის სათავე კი მიტაცებული ძალაუფლებაა სანამ ამას არ გავასწორებთ, ამ სისტემის გასწორების შანსი ნულია სანამ ამას არ გავასწორებთ, ყველა პასუხისმგებელი ვართ პ.ს. კი, ბოლოს შეტენიან ვინმეს, ახლა წყდება ვისზე გადატყდება ჯოხი. ან არც შეტენიან, მაინცდამაინც არც არავინ აწუხებს და ერთ კვირაში შეიძლება შემოდონ ესებუას საქმის გვერდით