ისრაელის მთავარმა რაბინმა, უწმიდესმა დავით ლაუმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესს ილია მეორს 83 წლის იუბილე მოულოცა.  

„საქართველოს მთავარ პატრიარქს ილია მეორეს,

მშვიდობა და კუთხევა სიონიდან - იერუსალიმიდან. 

მართალია წილად არ მხვდა თქვენთან პირისპირ შეხვედა, მაგრამ თქვენმა სახელმა ჩემს ყურამდე მოაღწია. თქვენ სათავეში უნდგახართ რელიგიურ სისტემას საქართველოში. დიდი გავლენა გაქვთ თქვენს საზოგადოებაზე. ბევრი თქვენში სამაგალითო პიროვნებას ხედავს, რომელიც წარმართავს და წინამძღოლობს თქვენს სამწყსოს ისე, როგორც უდიდეს სულიერ წინამძღოლს შეეფერება. 

საგულდაგულოდ აღვნიშნავ იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, რაც თქვენთან საქართველოსა და ებრაელ თემს შორის არსებობს. რომლებიც ისევე გაფასებენ და პატივს გცემენ თქვენ.

თქვენ შესძელით თქვენი გამორჩეული გზით ამაყად გაგელაშქრათ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. ყველა სათემოს გვერდიგვერდ პატივისცემითა და დაფასებით ცხოვრების მაგალითი შექმნით. 

მე განსაკუთრებულ შემთხვევას ვიყენებ, როდესაც თქვენ, თქვენი დაბადების 83 წელს ზეიმობთ. პირადად ჩემი სახელით, მთელი ებრაელი ერის სახელით და ისრაელის ქვეყნის მცხოვრებთა სახელით გაკურთხებთ თქვენ, რათა მთელი სამყაროს მცხოვრებთ შორის მშვიდობისთვის და ჭეშმარიტებისთვის თქვენი მოღვაწეობა გააგრძელოთ.

იყოს ნება უფლისა და ვეღირსოთ იმ დღეებს, რომლებშიც აღსრულდება წინასწარმეტყველი ესაიას სიტყვები. 

„და ისინი თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბებს – ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან". 

გაკურთხებ გულით და გულის სიღრმიდან" - ნათქვამია ისრაელის მთავარი რაბინის, უწმიდესი დავით ლაუს მილოცავაში.