საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სტუმარს და დელეგაციის წევრებს  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.

ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები დღეს საქართველო-სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. ერთა ლიგის პლეიოფის შეხვედრა თბილისის ბორს პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.