ერთი საათი დარჩა სომხეთ-საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირებამდე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები საქართველო-სომხეთის მატჩს დაესწრებიან.

ეროვნული ნაკრები 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის პირველ მატჩს სომხეთის ნაკრებთან გამართავს.