სომხეთში ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ჩვენი ურთიერთობების მტკიცე და პოზიტიური დინამიკა, რომელიც სპორტული და კულტურული კავშირებით კიდევ უფრო მყარდება, ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ისტორიული კავშირების დასტურია. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში,“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
I had the opportunity to meet with H.E. @NikolPashinyan, the Prime Minister of 🇦🇲, during my visit to Armenia. Our discussion was comprehensive, focusing on our strategic partnership as well as the main regional and global issues. The strong and positive dynamics of our… pic.twitter.com/yzkIuNeXX6
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) March 20, 2025