ვინც ამტკიცებთ, რომ კალაძემ იცოდა მოსალოდნელი უბედურების შესახებ, რაში შეიძლება დასჭირვებოდათ ეს ტრაგედია? თქვენი ლოგიკა მაინტერესებს - ამის შესახებ ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ხალხნო, მართლა მაინტერესებს, მათ, ვინც ახლა ამტკიცებთ, რომ კალაძემ (ანუ მთელმა ხელისუფლებამ) იცოდა მოსალოდნელი უბედურების შესახებ და წინასწარ გაიყვანა ცოლ-შვილი, ისე რომ არავის გააგებინა, რა მოსაზრება გაქვთ, ხელისუფლებაში რომ ხარ რატომ უნდა გააკეთო ეს? მორალს ადამიანობას ასეთ რაღაცეებს შევეშვათ, უბრალოდ პრაგმატულად, რაში შეიძლება დასჭირვებოდათ ეს ტრაგედია, რომელშიც თუკი ვინმეს დანაშაულებრივი უმოქმედობა შეიძლებოდა დაჰბრალებოდა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ თავად ხელისუფლება? აი, სათავისო რა ხეირი შეძლებოდა დაეთვალათ, ასეთი ბოროტების ჩაფიქრებისას? უბრალოდ თქვენი მსჯელობის ლოგიკა მაინტერესებს“,- წერს მელაშვილი.