ამ არჩევნებზე ახალი ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა იტესტება, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. არ გაინტერესებთ? არ მოგსვლიათ თავში ენახა თქვენს აქტივს როგორ მუშაობს ეს სისტემა, რა სიახლეებია, სადაა სუსტი და ძლიერი მხარეები, რას უნდა ელოდოთ დიდ არჩევნებზე?  არ გჭირდებათ? მერე აღმოაჩენთ ხოლმე, რომ რაღაც არ მოგწონთ, რაღაცას გატყუებენ და ა.შ. ოღონდ გვიან იქნება. - ამის შესახებ ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ძალიან მაინტერესებს რა ხდება ოპო ლიდერების თავებში! დღეს:  ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში ირჩევენ პარლამენტის დეპუტატს;
ორ მუნიციპალიტეტში,  ცაგერსა და თერჯოლაში ირჩევენ მერებს 
გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულში და ქუთაისში ირჩევენ საკრებულოს წევრებს
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს რომ ჰკითხო, რიგგარეშე არჩევნები თუ ჩატარდა, დაანგრევენ “ქართულ ოცნებას“!  ამ არჩევნებში მხოლოდ „თავისუფალმა საქართველომ“ დააყენა კანდიდატი და ტყიბულის საკრებულოში საინციატივო ჯგუფის წარმომადგენელი იყრის კენჭს. დანარჩენ ოლქებში, ყველგან, „ქართული ოცნების“ წევრები უალტერნატივონი არიან! არადა, ოპოზიციას, რომელიც თურმე ანგრევს ხელისუფლებას,  შეეძლო მძიმე პოლიტიკური დარტყმა მიეყენებინა „ქართული ოცნებისთვის“,  თუ ამ არჩევნებზე ის მოიგებდა  პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და ორ მერის არჩევნებს. ამით აჩვენებდა მოსახლეობას, რომ მმართველი პარტიის არჩევნებში დამარცხება სულაც არ არის შეუძლებელი, რაც დამატებით სტიმულს მისცემდა ოპოზიციურ ამომრჩეველს. რა იყო აქაც ბარიერი გიშლით ხელს? ჰოდა, საარჩევნო ბარიერია მთავარი პრობლემა,თუ ოპოზიციის  უვარგისობა? “Плохому танцору яйца мешают”. 

სხვათა შორის, ამ არჩევნებზე ახალი ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა იტესტება, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. არ გაინტერესებთ? არ მოგსვლიათ თავში ენახა თქვენს აქტივს როგორ მუშაობს ეს სისტემა, რა სიახლეებია, სადაა სუსტი და ძლიერი მხარეები, რას უნდა ელოდოთ დიდ არჩევნებზე?  არ გჭირდებათ? მერე აღმოაჩენთ ხოლმე, რომ რაღაც არ მოგწონთ, რაღაცას გატყუებენ და ა.შ. ოღონდ გვიან იქნება.

ასეთ ელემენტარულ რაღაცებს რომ ვერ ხვდებით, ამომრჩეველთან მუშაობა რომ გეზარებათ, ტელევიზიებში პრანჭიაობა და ერთმანეთზე ჩაძირვა რომ მიგაჩნიათ პოლიტიკა, ესაა პრობლემა და ბარიერს ნუ აბრალებთ თქვენს წარუმატებლობას.  ის ვისაც ხელისუფლების დამარცხება უნდა, არ ეზარება, იცის ამომრჩეველთან მუშაობა, ელემენტარული პოლიტიკური ალღო გააჩნია, ეს თვეები ბარიერზე კი არ იწუწუნებდა, ამ არჩევნებზე დაამარცხებდა რეიტინგ დაცემულ (ასე არ იძახით?) სახელისუფლებო პარტიას და დაანახვებდა ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც, რომ ცვლილებების დრო მოდის და ამას რეალურად  უჭერს მხარს მოსახლეობა." - წერს ირაკლი მელაშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს