თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაშავდა.
შემთხვევა სეხნიაშვილის ქუჩაზე, თელავის რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი უკან სვლის დროს მეუღლეს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარის შემდეგ, ინციდენტის მონაწილე მამაკაცი მძღოლიც შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.




