უკრაინელი სკელეტონისტი ვლადისლავ გერასკევიჩი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას ვერ შეძლებს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება გერასკევიჩის დისკვალიფიკაციის შესახებ.
27 წლის კიეველი სპორტსმენი ოლიმპიური თამაშებიდან წინასაშეჯიბრებო ვარჯიშებზე „ხსოვნის ჩაფხუტის“ ტარების გამო მოკვეთეს.
შეჯიბრების დაწყებამდე გერასკევიჩმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდა მოეხსნა აკრძალვა ჩაფხუტზე, რომელზედაც ომში დაღუპული სპორტსმენებია გამოსახული და უკრაინის სპორტული ობიექტებისთვის ელექტროგენერატორები მიეწოდებინა.
2018 და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური ამაშების მონაწილე ვლადისლავ გერასკევიჩი მილანის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე უკრაინის სპორტული დელეგაციის მედროშე იყო.




