ვაი ამის პატრონს უბედურს! ნეტა ესმოდეს მაინც რაც მოხდა, ან იმის მორალი ჰქონდეს, რომ ახლა, ამ დროს, ასეთ უბედურებაზე პოლიტიკური ქულების დაწერა არ სცადოს, ან თუ არც პირველი აქვს და არც მეორე, იმის ნიჭი და ცოდნა მაინც გააჩნდეს, ქულების დაწერა ისე ეცადოს, რომ მსგავსი სიბრიყვე არ ილაპარაკოს და ნებისმიერ ნორმალურ ადამიანში გულისრევის შეგრძნება არ გამოიწვიოს ! - ასე გამოეხმაურა ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რაჭაში მომხდარი სტიქიურ უბედურებაზე.
გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე რაჭაში, საკურორტო ზონა შოვში სტიქიური უბედურება მოხდა.
ლევან ხაბეიშვილმა "ფეისბუკში დაწერა: “ივანიშვილმა, გაყიდა ტყეები და არ ვიცით რა ხდება დახურულ ზონებში, ვიცით ის, რომ გაჩეხა იქაურობა, გაზიდა და გაძარცვა - გამომწვევი მიზეზებიც რეალისტურია ეს იყოს.”
"წლებია, ივანიშვილის კომპანიებსა და კარის ბიზნესმენებს, თვალი და საჭრელი დაზგები აქვთ დადგმული რაჭაში. რუს ოლიგარქს, პუტინისტ ხიდაშელს, რაჭის ტყეების 30 % გადასცა, რომელიც თბილისზე დიდი ტერიტორიაა.
ივანიშვილმა, გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს ნაცვლად იმისა, რომ ამ 11 წელიწადში ათობით სამაშველო ვერტმფრენი გვეყიდა, მდიდრდება ღარიბაშვილი, კობახიძე, გომელაური - ზარალდება ხალხი!
ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია. ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახის წევრები.”
ცნობისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს - სულ 6 ადამიანია ნაპოვნი