სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ გომის თემის სოფელ მთისძირში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინიფეხბურთის მოედანი გახსნა.
,,სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დასახლებაში ხელმისაწვდომი იყოს სპორტული სივრცეები როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მოსახლეობისთვის. აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებულია 36 სპორტული მოედნის პროექტი და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება” — აღნიშნა დავით ბახტაძემ.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა სპორტკომპლექსის გუნდი, რომელმაც იმერეთის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა და მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას




