„სიბრძნის კბილთან ენის ქვეშ, მეგონა რომ კანი არის გაღიზიანებული. თბილისში ჩავიტარე მკურნალობის კურსი. თავიდან ეჭვი იყო, რომ სოკოა, მერე სხვა დაავადება, რომელსაც სჭირდება ანტიბიოტიკით მკურნალობა". არცერთმა კურსმა შედეგი არ გამოიღო. ჩემი მეგობარი შემიჩნდა, ერთი დღით ჩადი ვენაში, შემოწმდი ამ პროფესიონალთან და თუ ჩათვლის, რომ არაფერია სერიოზული, მერე ჩამოდი საფრანგეთშიო." - "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა ია ფარულავას "ფარულ კონვერტში" არაერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა თავისი ცხოვრებიდან.
"მახსოვს, ჩავფრინდით ვენაში მე და ნათია, ისეთი განცდა მაქვს, რომ ჰეპატიტი მორჩა, არაფერი ცუდი ჩემს ცხოვრებაში აღარ უნდა იყოს. წარმოიდგინეთ 2006 წლიდან 2019 წლამდე ამ ამბებში ვარ. მივედით ექიმთან, შემამოწმა. მე ვუთხარი ბიოქსია ხომ არ გაგვეკეთებინა, რომ თვისება გაგვეგო. ვასწავლე ქირურგს, რომელსაც აქვს 25 წლიანი გამოცდილება. შემოწმების შემდეგ, აიღო ტელეფონი და სადღაც დაიწყო რეკვა. ვიღაცას ესაუბრება გერმანულად, ნათიამ იცის გერმანული და მითხრა საოპერაციოს დაჯავშნას ცდილობსო. მგონია, უცებ გაახსენდა, რომ საოპერაციო აქვს დასაჯავშნი. დადო ყურმილი, მოტრიალდა და ამბობს ასეთ რაღაცას: ეს არის სიმსივნური წარმონაქმნი, რაზეც ვუთხარი, ბიოფსიის გარეშე როგორ აკეთებთ ასეთ დასკვნას. მან ასე ახსნა: ეს მანდ არ უნდა იყოს. ვინაიდან  მანდ არის, ესეიგი ჩვენ უნდა ამოვკვეთოთ. არის შანსი, რომ ჰქონდეს კეთილი თვისება, არის შანსი, რომ იყოს ავთვისებიანი. ოპერაცია შეიძლება იყოს რთული, ვინაიდან არ ვიცით რამდენად აქვს გადგმული მეტასტაზი და შესაბამისად, რადგანაც ყბა-სახეს, ენას ეხება, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების აპარატის სერიოზული დეფექტი. გადაწყვეტილება მიიღეთ რას აპირებთ, თუ გინდათ ოპერაციაო. პირველი რაც მახსენდება, წუილი ყურებში, თითქოს აფეთქდა რაღაცა, თან იქ ხარ და თან იქ არ ხარ. რაღაცნაირად გინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს სიზმარი, მაგრამ ხვდები, რომ რეალობაა. ვითხოვე დრო მოსაფიქრებლად. მქონდა 24 საათი. ძალიან შემეცოდა ისევ დედაჩემი, რადგან 2006 წლიდან 2019 წლამდე ეს მორჩა (C ჰეპატიტთან ბრძოლა). ჩავიცვამდი ტანსაცმელს, ჩავიდოდი სასტუმროს კაფეში, ჩავწერდი ვიდეოს - "დე, გუშინ გვიანობამდე ვიყავით გარეთ ვერ დაგირეკე, გკოცნი"... გადავიღებდი სელფებს, ამოვიდოდი, გამოვცვლიდი, ჩავიდოდი მეორე კუთხეში - გადავიღებდი. ვაგროვებდი ჩემი ჭკუით, ახლა შეიძლება გიჟურად ჟღერდეს, ვიფიქრე - თუ დაზიანდა მეტყველება, თუ ეს შეიძლება რომ იყოს გამოსასწორებელი, რატომ ინერვიულოს ,ჯობია მე ჩავწერ ვიდეოების სერიას, თითქოს სხვადასხვა დროს არის ჩაწერილი. უამრავი ვიდეომიმართვა ჩავწერე. სასტუმროში მიხვდნენ, რომ რაღაც ვერიყო კარგად. როგორც ირაკლი იმნაიშვილი ყვება, ეს ის პერიოდია,  როდესაც "რუსთავი 2" გამოვიდა კრიზისიდან და ჩაეშვა „კურიერი“. "ღამე დავჯექი და ამ ქირურგს მივწერე უზარმაზარი მეილი, თუ რამე არის შესაძლებელი, რომ გაკეთდეს თანამედროვე მედიცინაში, თუ შეიძლება, ვინმე კიდე ჩავრთოთთქო. მივწერე, რომ ის დასახიჩრება, რომელიც უნდა მივიღოთ იქნება ძალიან მძიმე და ნიშნავს, რომ რაც რამე მიკეთებია ყველაფერი გაჩერდება. დილის 5 საათზე გავუგზავნე, 1 საათი ვწერდი და წარმოიდგინეთ, მიპასუხა 15 წუთში. მითხრა, რომ ყველაფერი ესმის, დავამატეთ სპეციალისტების რამდენიმე ბრიგადა, რომლებიც ამოწმებენ, უჯრედი რამდენად ჯანმრთელია, რომ არ მოჭრან იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა. დილით მივედი და გავიკეთე ოპერაცია... როდესაც ხანგრძლივი გადაცემა მიმყავს და სწაფად არის რაღაცა აზრი ჩამოსაყალიბებელი, მეტყველების აპარატი ზოგჯერ არ მომყვება და არის მცირე, ხელოვნური, არაბუნებრივი პაუზები, თითქოს არენდერებს. ეს არის ერთადერთი, მაგრამ არაფერი საწუწუნო არ მაქვს..." - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა...