საჩუქარზე მადლობის გადახდის გამო საყვედური მხოლოდ ავადმყოფური ფსიქიკის მქონე ადამიანის რეაქციაა, - ამის შესახებ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

"მნიშვნელობა არ აქვს ამას პოლიტიკოსი აკეთებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, თუ უბრალოდ მოქალაქე, რომელიც საყვედურობს რატომ გადაუხადეს მადლობა, ეს არის ავადმყოფური ფსიქიკის მქონე ადამიანის რეაქცია.

ამ შემთხვევაში ეს ადამიანები თვითონ იგდებენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში თავს საზოგადოების წინაშე, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლების წინაშეც. ეს არის სრული გაუგებრობა", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადებს თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი აქტივისტების მხრიდან ბულინგის მცდელობის მორიგი კამპანია მოჰყვა.