"კი, ძალიან გამაღიზიანებელია, მაგრამ ზედოზირებას აქვს ერთი ეფექტი - ცვდება. კიდევ ერთი თვე იკივლებს და მერე აღარავის გაახსენდება, თუ რაღაცა ახალი არ მოქოქა. " - ამის შესახებ სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ირა ჭელიძემ "აიპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით კომეტარის გაკეთებისას. ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
როგორც ირა ჭელიძე აცხადებს, მას აქვს განცდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოიტყუეს, წინააღმდეგ შემთხვევევაში, გარანტიების გარეშე, ის ციხეში ჩასაჯდომად არ ჩამოვიდოდა. 2021 წელია და მთავარ თემად, უფრო სწორად, ზედოზირებულ თემად გვაქვს მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.  ვინ არის ეს პერსონა თქვენთვის? ეს კაცი არის ავანტიურისტი, რომელსაც არ უყვარს თავისი სამშობლო, არ იცის რა არის სახელმწიფო, არ იცის რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, აქვს თავისი შეზღუდული შეხედულებები ამ საკითხზე და დღიდან პოლიტიკაში შემოსვლისა მოქმედებს ეგოდან და არა სახელმწიფოებრივი ინტეტერესებიდან. ეგოდან მოქმედებამ რაღაც ეტაპზე გაამართლა და მან უდავოდ შექმნა რაღაცა წინაპირობები, რომ სახელმწიფოს სტრუქტურა დალაგებულიყო, შემდეგ გაექცა ეს ყველაფერი და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მას რომ შეეძლოს ეგოს იქით გასვლა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, ის არ ჩაფლავდებოდა უკრაინაში, ის არ ჩაფლავდებოდა ოდესაში. აქდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს არის მისი დაისი, საბოლოო დაისი. კი, ძალიან გამაღიზიანებელია, მაგრამ ზედოზირებას აქვს ერთი ეფექტი, ცვდება. კიდევ ერთი თვე იკივლებს და მერე აღარავის გაახსენდება, თუ რაღაცა ახალი არ მოქოქა. შეიძლება რამე ახალი მოქოქოს. "პოლიტიკური ცხოველი", კარგი გაგებით, უდავოდ არის ანუ მას შეუძლია დიდხანს იყოს ზედაპირზე, მაგრამ ზედაპირზე ყოფნა არის არა სახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგი, არამედ მისი კომპლექსების, შიშებისა და მისი ეგოს გამოხატულება. როგორ ფიქრობთ, რისი იმედი ჰქონდა, როდესაც საქართველოში ჩამოდიოდა? ვფიქრობ,   იმედი ჰქონდა, რომ აქ, როგორც უკრაინაში, შეკრებდა იმ რაოდენობა ხალხს, რომლებიც, ასე ვთქვათ, გამოიტაცებდნენ პოლიციელებისგან  და თუ ვერ გამოიტაცებდნენ, სალომე ზურაბიშვილი მაინც შეიწყალებდა. მე მგონი ამის იმედი მაინც ჰქონდა. არ ვიცი რა მოხდა სინამდვილეში და ვფიქრობ, რომ შემოიტყუეს,  რადგან „ოცნებას“ ძალიან სჭირდება რეანიმირებული და მუდამ ცოცხალი „ნაციონალური მოძრაობა“ და რაღაცა თამაშის ნაწილია ეს. თავისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, სააკაშვილი არ არის ის პერსონა, რომელსაც  ციხეში ყოფნა უნდოდა. ის მიჩვეულია კომფორტულ ცხოვრებას... ანუ, გარანტირებულად რომ არ სცოდნოდა, რომ დიდხანს არ გაჩერდებოდა ციხეში, არ ჩამოვიდოდა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მე არ ვიცნობ მას ისე კარგად, როგორც სხვები იცნობენ. რატომღაც მგონია, არ ჩამოვიდოდა, რომ არ ჰქონოდა გარანტიები, რომ ხალხის მასა გამოსტაცებდა ხელიდან საზარელ რეჟიმს, ან შეიწყალებდნენ. დასავლეთის რეაქციების იმედიც ჰქონდა ალბათ, მაგრამ, რატომ ჰქონდა დასავლეთის იმედი მიკვირს, რადგან მკაფიო მესიჯები იყო ევროპარლამენტიდან და აშშ-დან, რომ ფეხი არ ჩაადგა საქართველოშიო...