"ნელი და მოკლე ნაბიჯები იყო ყველაზე სწრაფი გზა, რომ მიმეღწია იმ მიზნების რაც მინდოდა", - ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ განაცხადა.

"ცნობილი ფრაზაა "არ აქვს აზრი, რამდენად ძლიერად შეგიძლია დარტყმის მიყენება, მთავარია დარტყმას როგორ იღებო". რავი, ყველანი ვაგებთ ცხოვრებაში. მაგრამ ურთიერთობებში, ოჯახის წევრებში,ყოველთვის ვერ მოიგებ ხო? ჩვეულებრივი ბუნებრივი მომენტია წაგება, ამაში ცუდი არაფერია, ჩემთვის ბევრად უფრო ცუდია ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც უცდელად მარცხდებიან.  ადამიანი რამეს შეეცადო და დამარცხდე, ამაში ცუდი არაფერია. ყოველთვის ვცდილობ პოზიტიურად ვიფიქრო, თუ  ცუდია მოსახდენი, მოხდება. და მაგაში ვნახავ რაღაც პოზიტიურს, დაბლა დავარდნილ ილია თოფურიას ვერავინ ვერ ნახავს. იმიტომ რომ ვშრომობ და ჩემს თავთან მართალი ვარ. თუ წავაგე, ეს იმიტომ არ იქნება, რომ არ ვიშრომე ან დავიზოგე. ნელი და მოკლე ნაბიჯები იყო ყველაზე სწრაფი გზა, რომ მიმეღწია იმ მიზნების რაც მინდოდა. თავიდან ესპანეთში რომ ჩავედი, მიწევდა 4 ადგილზე მუშაობა, რომ შემძლებოდა ვარჯიში, დილით რომ შევდიოდით დარბაზში, ღამე გამოვდიოდით, ვიყავით პირველები ვინც შევდიოდით, ბოლოები ვინც გამოვდიოდით. ხვალ რომ პენსიაში გავიდე, მაინც სულ ვივარჯიშებ რადგან მიყვარს ჩემი თავის კარგ ფორმაში ნახვა",- განაცხადა ილია თოფურიამ.