ანაჰეიმში, შერეული ორთაბრძოლების UFC 290 ტურნირზე მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს ქართველმა მებრძოლებმა, მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ.
პირველად ოქტაგონზე ქვემსუბუქი წონის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი გავიდა და მან თავბრუდამხვევ ტემპში წარმართულ სამრაუნდიან შეხვედრაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (29:28, 29:28, 29:28) დაამარცხა ამერიკელი ჰენრი სეჰუდო - პეკინის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი თავისუფალ ჭიდაობაში (55კგ) და UFC -ს ჩემპიონი ყველაზე მსუბუქ (57კგ)და სუპერ მსუბუქ (57-61კგ) წონით კატეგორიებში.
33 წლის „მანქანამ" ოქტაგონზე ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა და ამასთან ერთად, ზედიზედ მესამედ დაამარცხა წონის ყოფილი ჩემპიონი (ბრაზილიელი ჟოზე ალდო, რუსი პიოტრ იანი და ჰენრი სეჰუდო) და ამჯერად წონაში ტიტულის მოპოვების ნომერ პირველ პრეტენდენტად ითვლება.
დღის მთავარ ორთაბრძოლაში ოქტაგონზე დაუმარცხებლად (14 გამარჯვება თოთხმეტი შეხვედრიდან) მოასპარეზე 27 წლის ილია თოფურია ქვემსუბუქ წონაში (61-66კგ) ჩემპიონს, 35 წლის ავსტრალიელ ვოლკანოვსკის შეხვდა.
ილია თოფურია მთელი ბრძოლის განმავლობაში ფხიზლად ადევნებდა თვალს ჩემპიონს და მისთვის ძლიერი დარტყმის მიყენებისთვის შესაფერის მომენტს. მეორე რაუნდის 3:32 წუთზე ასეთი მომენტი დადგა და ილია თოფურიამ მეტოქე უძლიერესი დარტყმით ჩააგდო ნოკაუტში და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.