საქართველოდან წავედი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და დღეს, აქ რომ ვბრუნდები და ასეთი სახის ტიტულს ვიღებ, სიამაყით მავსებს, - ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ძალიან, ძალიან დიდი პატივია ამ ტიტულის მიღება ჩემთვის. საქართველოდან წავედი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და დღეს, აქ რომ ვბრუნდები და ასეთი სახის ტიტულს ვიღებ, სიამაყით მავსებს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ [პრეზიდენტს] ასეთი კარგი სიტყვებისთვის. როგორც ახსენეთ, ახლა მალე წავალ, საქართველოს ნაკრებს დავუჭერ მხარს და გავამარჯვებინებთ აუცილებლად. უდიდესი მადლობა ყველას მოსვლისთვის, გაუმარჯოს საქართველოს“, - განაცხადა ილია თოფურიამ.