"კარების დაკეტვა ბევრმა არ ვიცით, უფრო ზუსტად კი, გვეშინია საკუთარი თავის, რომ ამით ცუდ რამეს ვაკეთებთ. რატომ?ჩვენი კულტურა გვასწავლის, რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ ემპათიურები და ალტრუისტები ყველასთან და ყველაფერთან და რომ გარემოცვა აუცილებლად უნდა გვიყვარდეს და რომ ასჯერ დამნაშავეს ასჯერ უნდა მიუტევო და ასე შემდეგ, რაც, საბოლოო ჯამში, ბლეფია." - როგორ უნდა მივუკეტოთ კარი ადამიანებს, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე? - ქართველი მწერალი, კინოსცენარისტი, დრამატურგი გურამ მეგრელიშვილი საინტერესო რჩევენს გვთავაზობს.
"სინამდვილეში, ხელოვნური ემპათიის და ალტრუიზმის წყარო სულაც არაა ხოლმე ჩვენი ნამდვილი სურვილები და მეტიც, ჩვენი ნამდვილი სურვილი ეს არაა, არამედ ვცდილობთ ასე მოაწონოს ჩვენმა შინაგანმა ბავშვმა თავი მშობელს, რომელიც ამგვარად თუ შეგვაქებდა.არადა, ამ ხელოვნურობის გამოა, რომ ცხოვრებას ვიმწარებთ ხოლმე და მუდმივად ტოქსიკური ურთიერთობების მახეში ვართ გაბმული.მეგობარმა შენ ღირსებას გადაუარა და ახსნის მერე მაინც თავისას აწვება? მიუკეტე კარები.
პარტნიორი უღირსად მოგექცა, როცა ჯოჯოხეთი გაიარე, დაგიკიდა, მოიარა სხვა ობიექტები და მობრუნდა? მიუკეტე კარები.სამსახურში თანამშრომელმა ვერ შეიგნო, რომ ასეთი ტონით არ უნდა გელაპარაკოს, თუნდაც შეცდომას უშვებდე? მიუკეტე კარები და მერე ყავითა და სიგარეტით რომ დაგიდგება გვერდით (ჯიგრულად), ზურგიც შეგიძლია შეაქციო.უმთავრესი: ფეისბუქზე ათასი გამოსირებული რომ რამეს დაგიკომენტარებს შეურაცხმყოფელს, ადექი და წაშალე და დაბლოკე. ასე როგორ შეიძლება, ეს ინფანტილიზმია, მიუღებელ აზრთან უნდა ვიცხოვროთ და სხვა თავსმოხვეული ქლიავობები დაიკიდეთ.
ოკ, განსხვავებული აზრი უნდა ვისმინოთ, მაგრამ უღირსი ტიპი ეგრევე უნდა მოაშოროთ ცხოვრებიდან.თქვენ არ გევალებათ საკუთარი ცხოვრების წლები ისეთი ადამიანის აღზრდაში დახარჯოთ, ვისაც ფეხებზე კიდიხართ და იდეაში, სიმართლე ვთქვათ, თქვენც გკიდიათ, უბრალოდ ვერ აღიარებთ. მიკეტილი კარის უკან დარჩენილი თავხედი კი შეიძლება გაიზარდოს.ისწავლეთ ბრაზის გამოხატვა და თავის დაცვა, ეს სირცხვილი არაა.ტაფას ნუ ჩაარტყამთ სხვას და კარის მიკეტვა კი არც ისე რთულია. პირველად ჭირს და მერე სწავლობ. გირეკავს ისეთი ტიპი "ვისაც უნდა უპასუხო" ის კი შხამიანი ადამიანია და დღე უნდა მოგიწამლოს და შენ შეგიძლია არ უპასუხო, არც გადაურეკო. ესაა ზრდასრულობა." - წერს გურამ მეგრელიშვილი.