მსოფლიოში ყველაზე დიდმა კულტურულმა ინსტიტუციამ, Google-ს კულტურის ინსტიტუტმა საქართველოს კიდევ ერთი ვირტუალური გამოფენა მიუძღვნა.

ამჯერად ვირტუალური ექსპოზიცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ 2022 წელს ხელოვნების სასახლისათვის შეძენილ კოლექციებს მიეძღვნა.

„მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ცნობილი და მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუცია ჩვენს გუნდს და სამინისტროს უხდის მადლობას, იმისთვის, რომ საქართველოს მუზეუმების ფონდების შევსება დავიწყეთ მრავალი ათეული წლის პაუზის შემდეგ. მაგრამ, მადლობა მათ ეკუთვნით ჩვენგან, ვინაიდან ჩაგვრთეს ამ რესპექტაბელურ და პრესტიჟულ გამოფენაში, სადაც 13 პორტრეტი გახლავთ სწორედ ის ნამუშევრები, რომლებიც ჩვენ შევძელით და ათეულობით წლის შემდეგ დავაბრუნეთ საქართველოში“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.