2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზიციაზეა.  

კვლევის თანახმად,  100%-იანი სისტემით საქართველოს შეფასება 5%-ზე დაბალია. რაც საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება.

ინდექსი 4 ფაქტორით ფასდება:

მოსახლეობის არასაკმარისი კვება:

მოსახლეობის წილი, რომლებიც საკმარისი რაოდენობის კალორიებს ვერ იღებენ

წონის კლება ბავშვებში

ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომლებსაც აქვთ დაბალი სიმაღლე მათი ასაკისთვის, რაც ასახავს გამოკვების ქრონიკულ არასრულფასოვნებას;

ბავშვების ჩამორჩენა სიმაღეში

ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომლებსაც აქვთ დაბალი წონა მათი სიმაღლისთვის, რაც ასახავს არასაკმარისი კვების მწავავე პრობლემას.

ბავშვთა სიკვდილიანობა

ბავშვების წილი, რომლებიც იღუპებიან 5 დღემდე ასაკში, რაც ნაწილობრივ ასახავს არაადეკვატური კვებისა და არაჯანსაღი გარემოს ფატალურ ნაზავს.

კვლევის მიხედვით საქართველოში არასაკმარისი გამოკვების დონე მოსახლეობის 2,5%-ზე დაბალია, წონის კლება ბავშვების 4,7%-ში შეინიშნება, ზრდაში ჩამორჩენის პრობლემა ბავშვების 0,6%-ს ეხება, 5 დღემდე ასაკის ჩვილთა სიკვდილიანობა 0,9%-ს შეადგენს.

გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით ევროპაში ყველაზე უარესი მდგომარეობა სამ ქვეყანაშია. 

https://www.globalhungerindex.org/georgia.html

https://www.globalhungerindex.org/ranking.html