სუსი "ჰექსოგენის" საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები “ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით.
დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა.მიმდინარეობს ამოღებული ნივთების კონკრეტული მიზნობრიობის შესწავლა.