საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა რთულია.
„სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი, რადგან საერთოდ კუნთის ნასახი არ აქვს ადამიანს. გულიც ხომ კუნთია და, მართალი გითხრათ, ყოველ ჯერზე შიშით შევდივარ, გული რა წუთში გაჩერდება, არ ვიცი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენეთ, რომ სააკაძის დაღმართზე დღეს მიხეილ სააკაშვილის ოფისი გაიხსნა. სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მოქალაქეებს შეეძლებათ ოფისში სააკაშვილისთვის წერილების დაწერა და დატოვება.