მე მჯერა იმ შედეგების, რომელიც ჩვენ პირველად გერმანიიდან მივიღეთ და შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან, ის შედეგები ჩემთვის უფრო დამაჯერებელია“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რითაც „ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების პასუხებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ აქვს.
„ჩემი პოზიცია უცვლელია, მე მჯერა იმ შედეგების, რომელიც ჩვენ პირველად გერმანიიდან მივიღეთ და შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან, ის შედეგები ჩემთვის უფრო დამაჯერებელია. რა ვქნა ასეა, რაც მთავარია, ყოველ ნახვაზე შედეგს ვხედავ. ისიც არ ვიცი, ზუსტად ანალიზები გააგზავნეს თუ არა „ლიმბახის” ლაბორატორიაში. იმდენად აღარ მაქვს ნდობა არავის, რომ მართალი გითხრათ, ვერაფერს გეტყვით. მასთან საუბრისას ამ თემას არ შევხებივართ და მეც არ გამხსენებია სიმართლე რომ გითხრათ”, - განაცხადა ალასანიამ.
ამასთან, ექსპრეზიდენტის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს კვლავ მაღალი ტემპერატურა აქვს.
„ისევ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დამხვდა. მითხრა, რომ გუშინ დღისით 37,5 ჰქონდა ტემპერატურა, ხოლო მერე 38-მდე ტემპერატურა აუვიდა.
რაც შეეხება ვარშავაში ვიზიტს, მას მოვუყევი ვარშავაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მე პირადად გაკვირვებული ვიყავი მისი პოპულარობით პოლონეთში. ძალიან პოპულარულია, ის ძალიან უყვართ. მათ შორის, უბრალო ხალხი მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ“, - აღნიშნა ალასანიამ.