რომელი ბინა მაქვს ნიუ-იორკში? ჩემი ძმა ცხოვრობს ნიუ-იორკში, კი ბატონო! ჩემი ძმის შვილი ცხოვრობს, აქვს მას ბინა - კი, ბატონო! სხვას ვის აქვს?, - ამის შესახებ „ქრონიკის“ კითხვის პასუხად მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მისი შვილის აშშ-ში ქონებასთან დაკავშირებით განუცხადა.

„მილიონად გაიყიდა მამაჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ქოშიგორაზე უზარმაზარი მიწის ნაკვეთი. აი, იქიდან მაქვს. კიდევ ჩემს შვილს მეგობრები ჰყავს უზარმაზარი და დრო და დრო რაღაცას მეხმარებიან. რა მილიონებზეა საუბარი?! ჩამოვიდა ადამიანი შიშველი ხელებით და ჩემს კისერზეა!

მე როდესაც მაგათთან მოვაწერე ხელი, ყოველთვის ეწერა „კონფიდენშალ“ და რას ჰქვია, გამოქვეყნდა? რატომ გამოქვეყნდა? სხვათა შორის, დასამალი არაფერი მაქვს, მაგრამ თქვენთან ანგარიშვალდებული მე არ ვარ“, - განაცხადა გიული ალასანიამ.