უკაცრავად, ვის უნახავს მიშას სისხლის ღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა,  ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია - ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც სააკაშვილი საქართველოში სისხლისღვრისთვის ჩამოვიდა. 
 

„ვუსმინე და მართალი გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, იმიტომ, რომ ადამიანმა დაიწყო იმით, რომ ის არის დიდი მსახიობი თურმე და რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე? გეგულებათ ეგეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ ჰქონდეს თვეები სიცხე, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს? ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია და ბოლოს, რომ  მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო? სისხლისღვრისთვის ჩამოვიდაო... უკაცრავად, ვის უნახია მისი სისხლის ღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ჩვენ ყველა ვიყავით მოწმე ამისი, ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია“ - აღნიშნა ალასანიამ.