„მოხარული ვარ, რომ უკვე ჩემი შვილის მიერ ინიციირებულ ჰუმანიტარულ დახმარებას მიეცა სისტემატური სახე. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებს ამ კეთილშობილურ პროექტში.“ -  განაცხადა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიციირებულ ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით

“ძალიან მიხარია, რომ უკვე ჩემი შვილის მიერ ინიციირებულ ჰუმანიტარულ დახმარებას მიეცა სისტემატური სახე. მადლობა სოფო ჯაფარიძეს და ყველა ექიმს, ვინც მონაწილეობს ამ პროექტში. რამხელა საქმე კეთდება, როდესაც ამდენი ადამიანი, რომელსაც არ აქვთ სახსრები მივიდნენ ელემენტარულად ექიმთან, მოდის აქ და იღებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს ამ კეთილშობილურ პროექტში.“ - განაცხადა გიული ალასანიამ