ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მედიატურის #GoTürkiye-ს შემდეგი გაჩერება აღრის პროვინცია და თურქეთის ყველაზე მაღალი ადგილი, აღრის მთაა, სადაც ლეგენდის მიხედვით "ნოეს კიდობანი" გაჩერდა.
აღრის მთა (Ağrı Dağı), იგივე არარატი
აღრის მთა (Ağrı Dağı), იგივე არარატი, მდებარეობს თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში და წარმოადგენს ქვეყნის უმაღლეს მწვერვალს. ეს არის მაღალი, ჩამქრალი ვულკანი ორი მწვერვალით: დიდი არარატი (5,137 მ) და მცირე არარატი (3,896 მ )(Küçük Ağrı Dağı).

ორი მწვერვალი გამოყოფილია მაღალი პლატოთი და სერდარბულაკის უღელტეხილით.
არარატი მდებარეობს აღმოსავლეთ ანატოლიაში, თურქეთში, ძირითადად აღრის პროვინციის დოღუბაიაზიტის რაიონში, ხოლო მთათა სისტემის ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილები უკავშირდება იღდირის პროვინციას.

თავად არარატის მთა ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ის ირანისა და სომხეთის საზღვრებთან ახლოსაა, რის გამო მისი მწვერვალიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე ქვეყნის ხედები იშლება.
მთა მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც თურქეთის, ირანის, სომხეთისა და ნახიჩევანის საზღვრები ერთმანეთს ხვდება.
"აღრი დაგი" მთის თურქული სახელწოდებაა, რაც სიტყვასიტყვით "აღრის მთას" ნიშნავს.
სახელი „აღრი“ დაკავშირებულია აღრის პროვინციის სახელწოდებასთან. თავად პროვინციას სახელი ამ მთის გამო დაერქვა.

როგორ მედიატურის მონაწილეებს გვითხრეს , მთას სხვა ისტორიული სახელებიც აქვს: არარატი/არარატი; კუჰ-ი ნუჰ - „ნოეს მთა“; ჯაბალ ალ-ჰარითი; სომხურ ტრადიციაში - მასისი. სახელი „არარატი“ განსაკუთრებით გავრცელებულია დასავლურ ლიტერატურაში და დაკავშირებულია უძველეს ტექსტებთან და ბიბლიურ ტრადიციასთან.
ჩვენი გიდი, რამაზ ბეი, ანუ ბატონი რამაზი გვიხსნის, რომ მთის ფართობის ოფიციალურად დადგენილი ერთი ციფრი არ არსებობს, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ვავლებთ მთათა ქედის საზღვარს.
ძველი გეოგრაფიული აღწერილობებით დიდი და მცირე არარატის მასივების ძირითადი ფართობი დაახლოებით 1200 კვადრატულ კილომეტრია. თუმცა, არარატის ეროვნული პარკი გაცილებით დიდია - დაახლოებით 880 კვადრატული კილომეტრი (88,000 ჰექტარი).
მწვერვალი თითქმის მთელი წლის განმავლობაში თოვლითა და ყინულით არის დაფარული. მწვერვალს დიდი მყინვარი ფარავს.

ყველაზე მთავარი რის გამოც აღრი დაგი, ანუ არარატის მთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, მისი რელიგიური და მითოლოგიური მნიშვნელობაა.
ბიბლიის(იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების წმინდა წიგნების კრებული. შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან. ქრისტიანობა ცნობს ბიბლიის ორივე ნაწილს, იუდაიზმი კი მხოლოდ ძველ აღთქმას) მიხედვით, დიდი წარღვნის შემდეგ ნოეს კიდობანი არარატის მთებში გაჩერდა.
ამიტომ, ბევრი ადამიანისთვის არარატი არა მხოლოდ მთაა, არამედ სიმბოლოა: წარღვნის, ხსნის, ახალი დასაწყისისა და კაცობრიობის ხელახალი დაბადების.
არარატი მთა და ნოეს კიდობანი
ძველი აღთქმის თანახმად, დიდი წარღვნის შემდეგ, ნოეს კიდობანი „არარატის მთებზე გაჩერდა“.
ბიბლიის თანახმად, დიდი წარღვნის შემდეგ, ნოეს კიდობანი „არარატის მთებზე გაჩერდა“. თურქეთში ამ მთებს აღრი (აგრი-დაგი) ეწოდება, ხოლო რუსულად - არარატი.

„კიდობნის სილუეტი“, რომელსაც ათასობით მნახველი ჰყავს არ მდებარეობს მთის მწვერვალზე, ის ცოტა უფრო სამხრეთით, მთის ძირშია და ამ ადგილს დურუპინარის წარმონაქმნი ეწოდება.
დურუპინარი (თურქ. Durupınar) არის გიგანტური, ნავის ფორმის გეოლოგიური წარმონაქმნი თურქეთის აღმოსავლეთით, აღრის პროვინციაში. ის მდებარეობს ტენდურეკის მთაზე, ირანის საზღვართან ახლოს და არარატის მთიდან სამხრეთით დაახლოებით 29 კილომეტრში.
ეს ადგილი ბიბლიური ნოეს კიდობნის სავარაუდო ადგილად მიიჩნევა
დურუპინარის წარმონაქმნი წაგრძელებული ბორცვია, რომელიც ზემოდან ძალიან ჰგავს უზარმაზარ უძველეს გემს:

„კორპუსის“, „ცხვირის“ და „გვერდების“ კონტურები აშკარად ჩანს. სიგრძე დაახლოებით 157-164 მეტრია. რომელიც ფორმა ნამდვილად ჰგავს დიდ ნავს ან გემს. ამის გამო ვარაუდობენ, რომ ეს ნოეს კიდობნის ნაშთები იყო. თუმცა, გეოლოგების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს ბუნებრივი წარმონაქმნია. ბორცვი შედგება კირქვის, თიხისა და ვულკანური ქანების ფენებისგან.
წყლის, ქარისა და დროის გავლენით, რბილი ფენები ჩამოირეცხა, ხოლო უფრო მაგარი ფენები ქედების სახით დარჩა.
მეცნიერული თვალსაზრისით, ეს ჩვეულებრივი გეოლოგიური მახასიათებელია და არა ნამდვილი გემის ნაშთები. არ არსებობს საბოლოო მტკიცებულება, რომ ეს კიდობანია.
არარატის მწვერვალზე სამეცნიერო ასვლის პირველი ცნობილი მცდელობები მე-19 საუკუნით თარიღდება.

Go Türkiye - ს შემდეგი გაჩერება ისჰაკ-ფაშას სასახლე -კომპლექსი და ალდამარის კუნძულზე მდებარე ეკლესია - მუზეუმი იქნება.
აქ შეგიძლია იხილოთ: მარილის მღვიმე და იღდირის ქოჩბაშლის (ვერძისთავიანი) საფლავის ქვების ღია ცის ქვეშ მუზეუმი - ფოტოამბები აღმოსავლეთ თურქეთიდან
ვანის ტბა, ალდამარის კუნძული, მურადიეს ჩანჩქერი - ფოტო ამბები აღმოსავლეთ თურქეთიდან
ავტორი ირმა მესხია











