გიორგი ისაკაძე 75 მლნ ევროს ტრანშზე: ეს არ არის ტრაგედია ფინანსური თვალსაზრისით, ეს არის სასამართლოს თემის გამო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში მორიგი ჩავარდნა, რომელიც გადაჰყვა "ხელშეუხებელ თემას" საქართველოში

1630402753
"ნუ ქმნით ტრაგედიას" - მიმართავს მედიის ნაწილს (ალბათ) პრემიერ მინისტრი ევროკავშირის დახმარების მორიგ ტრანშზე (75 მლნ ევრო).
ვიდრე BMG • ბიემჯი თავის ვიდეო ეთერებსაც აღადგენს ანალიტიკით, მინდა ავხსნა რასთან გვაქვს საქმე: - ამის შესახებ BMG -ის დამფუძნებელი გიპრგი ისაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
" ეს და სხვა დახმარებების დიდი (უდიდესი) უმრავლესობა რაც IFI(საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები) თუ სხვა ორგანიზაციებიდან მოდის, არის სესხები, ანუ ქვეყნის ვალი. ვალს როგორც ყველა დადასტურებულ ვალდებულებას სჭირდება გადახდა. ამ ვალებს არ იხდიან საქართველოს მთავრობები ან პარლამენტი, ისინი ძირითადში არიან "გამტარები", რადგან აღებული ვალების თანხები ბიუჯეტში (ძირითადად) შეაქვს 350-400 შედარებით მსხვილ გადამხდელს და საქართველოს მოსახლეობას. აი ვინ იხდის აღებულ ვალებს სხვადასხვა მთავრობების და პარლამენტის მიერ.
- არის თუ არა ვალის აღება ტრაგედია? არა. არ არის, როცა ქვეყანა სწორად და სწრაფად ვითარდება. მითუმეტეს, საერთაშორისო ორგანიზაციების გაცემული სესხები განსაკუთრებულად კარგი პირობებით არის.
- არის თუ არა EU (ევროკავშირი) მორიგი 75 მლნ ევრო ტრანში ვალი? დიახ, ეს დამატებით ვალდებულებაა (სესხი).
- არის თუ არა მისი მიუღებლობა კავშირში პოლიტიკასთან? დიახ, არის. ამ 75 მლნ ევროს მივიღებდით იმ შემთხვევაში, თუ შევასრულებდით ვალდებულების ანუ ე.წ. "მატრიცას" ერთერთ პუნქტს რომელიც ეხება: "სასამართლო რეფორმასა და მოსამართლეების არჩევის წესს".
- არის თუ არა სესხის მიუღებლობა + მატრიცას ამ პუნქტის შეუსრულებლობა კავშირში პოლიტიკასთან და "შარლ მიშელის დოკუმენთან"? - დიახ, არის. სასამართლო რეფორმა და მოსამართლეების არჩევის წესი,არის ამ დოკუმენტის ერთერთი პუნქტი, და ზოგადად, მთავარი საჯილდაო ქვა საქართველოს ხელისუფლებას და დონორებს შორის. ხელისუფლება არ თმობს სასამართლოს. ამიტომაც, არ მივიღებთ ამ ტრანშს.
- არის თუ არა სასამართლო რეფორმის ამ პუნქტის შეუსრულებლობის გამო სანქციების საშიშროება?არა.ეს სანქცია არ არის. სანქციები წესდება სრულიად სხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოებებში. წაიკითხეთ პრეცედენტები, ბევრია.
- არის თუ არა 75 მლნ ევროს მიუღებლობა სასამართლო რეფორმის ჩატარებაზე უარის თქმის გამო ჩვენთვის ფინანსური (ფისკალური) პრობლემა? არა, არ არის. 75 მლნ ევრო არის დაახლოებით 280 მლნ ლარი. ეს თანხა არც წელს და არც გაისად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის პრობლემას არ წარმოდგენს.
მაშინ, სად არის პრობლემა და რატომ არის ეს ვითარება "ტრაგედია უგმიროდ"?
EU-ს (ევროკავშირის) 75 მლნ ევროს მიუღებლობა ნიშნავს:
- შეუსრულებელ ვალდებულებას ჩვენი პარტნიორების წინაშე;
- შეუსრულებელი ვალდებულება ნიშნავს უარს სასამართლო რეფორმაზე;
- შემდგომ შესაძლო გართულებებს სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებისას;
- შესაძლო გართულებებს სხვა საერთაშორისო ნებისმიერი ტრანშების (სესხები, გრანტები etc) მიღებისას ნებისმიერი ორგანიზაციისგან ვისთვისაც სასამართლოს რეფორმა და EU-სთან შეუსრულებელი ვალდებულება არის მნიშნველოვანი;
რეზიუმე: ეს არ არის ტრაგედია ფინანსური თვალსაზრისით, ეს არის სასამართლოს თემის გამო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში მორიგი ჩავარდნა, რომელიც გადაჰყვა "ხელშეუხებელ თემას" საქართველოში.
საქართველოში ასეთი თემა რამდენიმეა (ამასზედ სხვა დროს), მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ყველაფერი "ეწირება" სასამართლო რეფორმას და მოსამართლეთა არჩევის წესს. ანუ, ხელშეუხებელ კომფორტის ზონას ხელისუფლებისა.
საბოლოო, ჩვენ გაცილებით მეტს ვაგებთ, ვიდრე 300 მლნ ლარია - ნებისმიერი შეუსრულებელი ვალდებულება არის დიდი რეპუტაციული ზიანი, მითუმეტეს როცა ვერ და არ ასაბუთებ მის შესრულებას.
ვინ წააგებს? ასეთ ვითარებაში ისტორიულად, გნებავთ ტრადიციულად აგებს საქართველო და მისი საზოგადოება. გადასახადის გადამხდელები.
რატომ აგებს? მიზეზების ჩამონათვალი იხილეთ ზევით.
ჯანრმთელობას გისურვებთ! #აიცერი
P.S. აქ რაც წერია, ესეც პოლიტიკაა და ხელშეუხებელი კომფორტის ზონის გაპრავება: https://bm.ge/.../mtavroba-eu-s-finansur.../89920/
-წერს გიორგი ისაკაძე.