ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
პარასკევიდან შაბათის ღამის 02:20 საათზე, სამუშაო ცვლის დამთავრების შემდეგ, პარიზის მეტროს მემანქანე კოლეგების თვალწინ განსაკუთრებით სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. 19 წლის ახალგაზრდამ მას სამჯერ დაარტყა დანა და შემდეგ გაქცევა სცადა.
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 45 წლის მსხვერპლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეტროს მე-6 ხაზის დირექტორის თქმით, ამჟამად „კოლეგის მდგომარეობა დამაიმედებელი და სტაბილურია“.
პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეტროს მემანქანე მისი ცვლის ორ კოლეგასთან ერთად მიდიოდა თავისი ავტომობილისკენ, როდესაც მას ახალგაზრდა მიუახლოვდა და სიგარეტი სთხოვა. მემანქანემ ახალგაზრდას, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მეტროს პლატფორმაზე სთხოვა მას სიგარეტი, ამჯერადაც უარი უთხრა, უარს კი „არასათანადო მდგომარეობაში“ მყოფი პირის მიერ მუცლის, ბარძაყის და იღლიის არეში დანით ჭრილობების მიყენება მოჰყვა.




