სიდიადე ყოველთვის არ იზომება გამარჯვებებით! “მომავალ შეხვედრამდე, მეომრებო!” - ამ სიტყვებით ეხმაურება “გამბეტა” საქართველოს ნაკრების მონაწილეობას ევრო 2024-ზე “მართალია, ოცნება დამთავრდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ძალები არ დაიშურა ევროს ყველა მატჩში. 

 მათ გაგვაოცეს და შეგვძრეს თავისი თავდადებით და ჟინით! ბოლომდე ვერ მივიდნენ, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვეს. მადლობა დაუვიწყარი მომენტებისთვის, და იმისთვის, რომ დაამტკიცეთ - სიდიადე ყოველთვის არ იზომება გამარჯვებებით! საქართველო, შენ ჩვენი გულები დაიპყარი”