ხულოს მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვის შედეგად მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა, დაახლოებით 0,5 მეტრს მიაღწია, ხოლო დაბალ ზონაში 5-10 სანტიმეტრია.

ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა თოვლის საფარისგან გაწმენდილია, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სასოფლო გზები.

ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის. გზებზე მოძრაობა შესაძლებელია ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით და საჭიროების შემთხვევაში - მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.