გიორგი გუგავა: სახელმწიფო ავტოპარკი შეადგენს 170 ათას მანქანას და აქამდე ვერ გამოინახა ფული სახანძრო-სამაშველო ვერტფრენების შესაძენად

1661104397
აქამდე არ გამოინახა ფული, რომ შეძენილიყო სახანძრო-სამაშველო ვერტფრენები. ეს არის დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა, რომელსაც ხელისუფლება იჩენს _ ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის' პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
„ბორჯომში, ხანძართან დაკავშირებით მინდა განცხადება გავაკეთო. ბუნებრივია, ხდება ხანძრები, მაგრამ ამ დროს როგორც იქცევა სახელმწიფო, ეს არის დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა. რამდენი წელი გავიდა და ჩვენ ისევ არ გვაქვს, სამაშველო-სახანძრო ვეტრფრენები, მაშინ როდესაც დაახლოებით, ბიუჯეტის მესამედი 4 მილიარდამდე იხარჯება ბიუროკრატიის შესანახად. მეტსაც გეტყვით, სახელმწიფო ავტოპარკი შეადგენს 170 ათას მანქანას, ხომ წარმოგიდგენიათ, მისი შესყიდვა რა ფული დაჯდა, რამდენ ბენზინს ასხამენ, მისი მომსახურება და ასე შემდეგ და აქამდე არ გამოინახა ფული, რომ შეძენილიყო სახანძრო-სამაშველო ვერტფრენები. ეს არის დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა, რომელსაც ხელისუფლება იჩენს“ _ განაცხადა გიორგი გუგავამ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი აცხადებს, რომ ხანძრის ქრობის პროცესს კლიმატური პირობები ართულებს, ასევე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ძლიერი ქარის ჩადგომისთანავე განაახლებს ხანძრის ქრობის სამუშაოებს.