საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს.

მხარეებმა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ასევე, იმსჯელეს საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებზე. საუბარი შეეხო ხელისუფლების კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობას ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელების პროცესში.