თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს გაწეული საქმიანობისთვის და ახლადარჩეული საკრებულოს წევრებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„მინდა დავიწყო მადლობით და მადლობა გადავუხადო წინა მოწვევების საკრებულოს თავმჯდომარეებს გიორგი ტყემალაძე და გიორგი ალიბეგაშვილს. დიდი პატივი იყო, სამი საარჩევნო ვადის განმავლობაში ვყოფილიყავი ჩვენი დედაქალაქის, თბილისის საკრებულოს წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ ურთიერთობისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ. აქვე მინდა, წარმატება ვუსურვო ახლად არჩეული საკრებულოს წევრებს“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.








