უპირობო ნდობას მყარი ფუნდამენტი უნდა ჰქონდეს. თუ ასე არ იქნება, ყვრიმალებს მძიმე გამოცდა ელით, - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„ადამიანთა მოზრდილ რაოდენობას უნდა, რომ მათთან ურთიერთობისას შენ ყველა ქრისტიანზე მეტი ქრისტიანი იყო და ყვრიმალები არ გეღლებოდეს მისაშვერად, რათა, როცა საჭიროდ მიიჩნევენ, სილა გაგაწნან, თავად კი სურთ, იუდას უფლება ჰქონდეთ, ოღონდ ჩამოხრჩობამდე - სამყარო ხომ ღმერთმა მათი პირადი კომფორტისთვის შექმნა.
ადამიანი უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე, მაგრამ ხანდახან სიფრთხილეც გმართებს - არ არის აუცილებელი უსიამოვნო განცვიფრებანი.
უპირობო ნდობას მყარი ფუნდამენტი უნდა ჰქონდეს.
თუ ასე არ იქნება, ყვრიმალებს მძიმე გამოცდა ელით",- წერს გია მურღულია.