ვინც საჯაროდ იგინება და ელემენტარული ზრდილობა არ აქვს, საზოგადოებისა და პასუხისმგებლობის მქონე მედიის თუნდაც მცირე ინტერესსა თუ ყურადღებას არ უნდა იმსახურებდეს. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. 

"აგრესიულ უზრდელთა ადგილი საჯარო სივრცეში არ არის - ეს ორივე სქესს ეხება. დანაგვიანებული საჯარო მეტყველება ჭუჭყიანი აზროვნებისა და ქცევის ნიშანია. ისე არ უნდა ვცხოვრობდეთ, ბავშვებს რასაც ვასწავლით, განზე გვრჩებოდეს. ერთხანს გვიყურებენ და მერე აღარ დაგვიჯერებენ"