ჭარბწონიანობასა და სიმსუქნეზე, მის მოგვარების გზაზე სოციალურ ქსელში ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია, წერს.
“ ჭარბი წონა. სიმსუქნე. მეგობრებო, ეს ჩვენი სხეულის ორი, თუმცა ერთმანეთში გარდამავალი სრულიად განსხვავებული მდგომარეობებია. როგორ უნდა განვასხვავაოთ? არის ინდექსაციის შკალა და ჩვენი მონაცემების შეტანით ფორმულაში ვიღებთ გარკვეულ ინდექს, რომელიც შეესაბამება ჭარბ წონას, ან სიმსუქნის გარკვეულ ხარისხს. სიმსუქნე, ჭარბ წონისგან განსხვავებით არის დაავადება. ჭარბი წონა- დაავადების წინა მდგომარეობა, ანუ პრემორბიდი. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, მე ვარ ჭარბი წონის და მაქვს არტერიული წნევის, სისხლში შაქრის შედარებით მაღალი ციფრები. ჯერ არაა ჩამოყალიბებული დიაბეტი, ჰიპერტენზიული დაავადების გამო სისხლძარღვთა მყარი ცვლილებები, მაგრამ პროფილაქტიკური მკურნალობის და წონის არდაკლების შემთხვევაში, ყველაფერი ეს წინ მაქვს. რაც მთავარია: ჭარბი წონის მკურნალობა შესაძლებელია! სწორი დიეტა და აქტიობა!! მოძრაობები- სიარული, ვარჯიში.. რაც შეეხება ნამდვილ, ინდექსირებულ სიმსუქნეს, მინდა გამოვთქვა ჩემი შეხედულება, რომელიც ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და საექიმო პრაქტიკაზეა დამყარებული: სიმსუქნის, ამ 20-21-ე საუკუნეების დაავადების მორჩენა მხოლოდ დიეტით- ძალიან იშვიათია! უკიდურესად იშვიათი და 21-ე საუკუნეში ასეთი თვითგვემა და ტანჯვა- დიდი სისულელე! აუცილებელია ენდოსკოპიური, ან ქირურგიული ჩარევა. მსუბუქი სიმსუქნის, ან ჭარბი წონის დროს ხშირად საკმარისია ენდოსკოპიური მეთოდებით კუჭის მოცულობის შემცირება- ბალონირებით, ან ბოტოქსით. სრულიად მარტივი მეთოდებია ჩარევის თვალსაზრისით, არც მაინცდამაინც ძვირი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური. მაღალი ხარისხის სიმსუქნე საშინელი დაავადებაა! თანმხლები დაავადებების გამო, საბოლოო ჯამში ზიანდება ყველა ორგანო. თანაც ხშირად, საკმაოდ ახალგაზრდა ადამიანები არიან დაავადებულნი-(40-60წლის). ამ დროს აუცილებელი ხდება ბარიატრიული ოპერაციის ჩატარება. ეს ოპერაციები ორი ძირითად ჯგუფად იყოფიან- ოპერაცია მხოლოდ კუჭზე და ოპერაცია კუჭის და ნაწლავების ერთობლივად. ამ ორივე მიმართულებას აქვს თავისი განშტოებები. რატომ გახდა ეს თემა ჩემთვის აქტუალური დღეს? ორი მიზეზი დაემთხვა ერთმანეთს: 1.ჩემი უახლოესი მეგობარს გაუჩნდა სურვილი ამ ოპერაციის გაკეთების (გაიკეთა კიდეც) და 2.საქართველოში სტუმრად გვყავდა ბარიატრიული ოპერაციების მეტრი, დიუსელდორფის წმინდა მარტინის კლინიკის ბარიატრიული და ვისცელარული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიმიტრი დაიხინი. ამ ორი მიზეზის გამო, ძალიან ღრმად დავინტერესდი ამ საკითხით. გერმანელმა პროფესორმა ჩაატარა ლექცია და რაც მთავარია, მასტერკლასის მიზნით ჩაატარა ორი ოპერაცია, რომელიც პირდაპირი ტრანსლაციით და უშუალოდ ქირურგის განმარტებებით, გადმოიცემოდა ჩვენს აუდიტორიაში ექიმებისთვის. პირველი შთაბეჭდილება ჩემი იყო, რომ თავად ქირურგიის ტექნიკაა ძალიან წინ წაწეული! აღნიშნულ ქირურგს ჩამოყვა ქირურგიული ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების მაწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი და მასტერკლასისთვის დაგვითმო ეს ტექნოლოგიები. საოცრებაა!! ბარიატრიული ოპერაცია გაგრძელდა მხოლოდ 40 წუთი (ნაწლავებზე ჩარევის გარეშე). ოპერაციის დამსწრეებს მსვლელობისას წვეთი სისხლი არ გვინახავს. ქირურგიული დანა ერთი პირით რომ ჭრიდა, მეორე მხრივ კერავდა როგორც საკერავი მანქანა და აგვირისტებდა- მართლაც როგორც საკერავი მანქანა. ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგების წინაშე, ასეთ ყოფით, უბრალო შედარებებს რომ ვაკეთებ და შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჩემი ასეთი აღტაცება არ შეეფერება ექიმს. მაგრამ იმდენად აღტაცებული ვარ, რომ ყველას, მათ შორის არაექიმებსაც მინდა გადავდო ემოცია და თან გასაგები ენით. რა თქმა უნდა, ყველა ეს ტექნოლოგია და ცოდნა ჩვენს კლინიკას ექნება!! როგორ შეიძლება სხვანაირად! პაციენტი მეორე დილითვე თავისუფლად, ყოველგვარი სირთულის გარეშე დადიოდა. როგორ შეიძლება ასეთი რამ იყოს მსოფლიოში და ჩვენ არ გვქონდეს - გამორიცხულია! ... როცა ვამბობ, მაღალი ხარისხის სიმსუქნის დროს აუცილებელია ოპერაცია, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ოპერაცია არც თუ მარტივია და შეცდომის შემთხვევაში საკმაოდ რთულ გართულებებს იწვევს- მხოლოდ მცოდნემ უნდა გააკეთოს და მხოლოდ მისთვის ჩანს ადვილი. ოპერაციის შემდეგ, ჩვენმა პაციენტმა, წესით 50 კილო უნდა დაიკლოს. 4-5წელი გარანტირებულად არ გასუქდება, შემდეგ, ნორმალური წონის შენარჩუნებაზე კი უნდა იზრუნოს თავად.”